გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: სამწუხაროდ, დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არა შუამავლის როლი

26-12-2022

სამწუხაროდ, დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არა შუამავლის როლი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ქალაქ ერზრუმში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.


ერდოღანის თქმით, მედიატორის როლი მხარეებს შორის სწორედ თურქეთმა შეასრულა, რამაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყო.


თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე რუსული სასუქების მიწოდება ჯერ რთულ საკითხად რჩება.


„სამწუხაროდ, დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და შუამავლის როლი არ იკისრა. შუამავლობის ეტაპზე ჩვენ, თურქეთმა, ეს როლი 2022 წელს ავიღეთ და, მადლობა ღმერთს, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ექსპლუატაცია მოვახერხეთ. აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე, პირველ რიგში, ღარიბი ქვეყნებია, მაგრამ ამასობაში ევროპაში მარცვლეულის 44 პროცენტი წავიდა, ჩვენ 16 პროცენტი მივიღეთ. ბატონი პუტინი ამბობს: „მოდით ასე მოვიქცეთ, აფრიკაზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ევროპაზე, უფასოდ, მე გავაგზავნი მარცვლეულს“. ჩვენ ვუთხარით: „მოდით, თქვენ მიერ გაგზავნილი მარცვლეული ჩვენს წისქვილებში ფქვილად გადავაქციოთ“. რა თქმა უნდა, ახლა არის სამუშაოს უფრო ინტენსიური ნაწილი, სასუქის საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ რუსეთთან ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930