26-12-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში, ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამა მიმდინარეობდა, მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური სივრცეები, გაიმართა წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ახალციხელების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ, თოვლის ბაბუამ კი პატარებს საჩუქრები დაურიგა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, კონცერტები, როგორც ადგილობრივი შემსრულებლების, ისე ქართული ესტრადის მომღერლების თემურ თათარაშვილის, ანი კეკუას, ზუკა ხუციშვილის, ნატო გელაშვილის, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების მონაწილეობით.
ახალციხელებს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.
დღის ბოლოს საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
16-11-2024
16-11-2024