27-12-2022
🇬🇪 🇺🇸მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირს უმასპინძლა.
🇬🇪 🇺🇸კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ვეტერანებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატავენ; ეროლ მუნირმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ამ თანადგომის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.
🇬🇪 🇺🇸მხარეებმა განიხილეს საქართველოში სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, ისაუბრეს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროებისთვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად ახალ საკანონმდებლო ინიციატივასა და ვეტერანებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩამოყალიბების საკითხზე.
🇬🇪 🇺🇸კობა კობალაძე და ეროლ მუნირი შეთანხმდნენ მომავალი წლის იანვარში კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხილვასა და შემუშავებაზე.
🇬🇪 🇺🇸შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის უფროსი, მარიამ ადამაშვილი, აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების პროცესების მენეჯერი, ნინო ყიფიანი.
16-11-2024
16-11-2024