27-12-2022
იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და პირველი მარტიდან გავამკაცრეთ ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები. 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები. აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის მილიონ ნახევარი პირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მთავრობის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზე.
„იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და პირველი მარტიდან გავამკაცრეთ ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები. 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები. აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის მილიონ ნახევარი პირი.
ძალზე მნიშვნელოვანია ასევე აზარტული თამაშების რეკლამის სრული აკრძალვა, რომელიც პარლამენტის დახმარებით ასევე შევძელით ჩვენ წელს.
რაც შეეხება დასაქმების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ამის თაობაზე მოგახსენეთ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ წარმატებით დავიწყეთ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელება და კიდევ უნდა გავაფართოვოთ აღნიშნული პროგრამა. 200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი უნდა დავასაქმოთ, მომდევნო 2-3 წელიწადში. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
რაც შეეხება პენსიების ინდექსაციას. ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. ამან განაპირობა პენსიონერთათვის პენსიის ყოველწლიური გარანტირებული ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით მომავალ წელს პენსია საგრძნობლად გაიზრდება და გახდება 365 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში 440 ლარამდე დაახლოებით", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024