გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მასშტაბურ, 900 მილიონი ლარის პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილ ოჯახს ავუშენებთ ბინებს, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები

27-12-2022

მასშტაბურ, 900 მილიონი ლარის პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილ ოჯახს ავუშენებთ ბინებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.


„რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930