28-12-2022
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ამცირებდა მას. ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებული გააუპატიურა.
გამოძიებით ასევე დადდგინდა, რომ ბრალდებული ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა და სცემდა არასრულწლოვან შვილს.
ბრალდებულის ქმედებით ორივე დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და „ზ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის ორი წევრის, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ) და 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარის, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე. 2022 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით მას 2 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.
16-11-2024
16-11-2024