29-12-2022
დღეს კი რას ვხედავთ, ევროპა გვთავაზობს მისი "საუკეთესო" პრაქტიკის გაზიარებას, გვთავაზობს მის ღირებულებებს როგორც უალტერნატივოს და ჩვენს ხედვას, კულტურულ გამოცდილებას, ყოფით ბუნებრიობას მხედველობაში არ იღებს. ჩვენთვის პირველადია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ტრადიციები და კულტურა, ჩვენი "სახის" შენარჩუნება რაც არ გამორიცხავს ევროპისაგან ჩვენთვის საჭიროს მიღებასა და გაზიარებას - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, პროცესები საინტერესოდ ვითარდება და იმედია ევროპა საკუთარ "პრესტიჟს" რეალური ფასეულობების გახსენებითა და კვლავ აღიარებით დაიბრუნებს.
„ევროპა დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ გეოგრაფია, ევროპა იდეაა. თავისუფლების, თანასწორობის, მშვიდობის იდეა. ჩვენი ყოფა დიდწილად ჩვენი ევროპელობის დასტურია. ევროპული მმართველობის კულტურა დგას 5 პრინციპზე:
1.დემოკრატია-ხალხის მმართველობა მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ;
2.კანონის უზენაესობა- კანონი ყველასთვის კანონია, ერთნაირი დავალებაა;
3.ადამიანის უფლებების დაცვა;
4.კარგი მმართველობა- კორუფციასთან ბრძოლა და სხვა;
5.საბაზრო ეკონომიკა. ქართული სახელმწიფოს, ხალხის მიზანია ამ სწორ პოლიტიკურ ხედვას დაურთოს მისივე ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები და გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში.
ჩვენ ვიღებთ რჩევებს, ვითვალისწინებთ საუკეთესო პრაქტიკას, მაგრამ კბილებით ვიცავთ და ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა ის მომავალი არ გავიზიაროთ, რომელიც, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საუკუნეების მანძილზე ნაშენებ ევროპულ ეკონომიკას, სასამართლოს, მედიას და სხვა ევროპულ სისტემებს ელის... ფაქტია ევროპა როგორც იდეა, როგორც პოლიტიკური მართვის კულტურა საფრთხის ქვეშაა. ლობიზმი, მათი პოლიტიკურად მიკერძოებული ხედვა, აღრეული ღირებულებები ბადებს კითხვას -გვინდა კი ასეთი ევროპა?!
საქართველო ცდილობდა დაწეოდა ევროპას და ამოევსო ის სიცარიელე რაც რუსულმა ჩექმამ დაგვიტოვა. დღეს კი რას ვხედავთ, ევროპა გვთავაზობს მისი "საუკეთესო" პრაქტიკის გაზიარებას, გვთავაზობს მის ღირებულებებს როგორც უალტერნატივოს და ჩვენს ხედვას, კულტურულ გამოცდილებას, ყოფით ბუნებრიობას მხედველობაში არ იღებს. ჩვენთვის პირველადია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ტრადიციები და კულტურა, ჩვენი "სახის" შენარჩუნება რაც არ გამორიცხავს ევროპისაგან ჩვენთვის საჭიროს მიღებასა და გაზიარებას. პროცესები საინტერესოდ ვითარდება და იმედია ევროპა საკუთარ "პრესტიჟს" რეალური ფასეულობების გახსენებითა და კვლავ აღიარებით დაიბრუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც იტყვიან ამ მოცემულობით - მას ჩალის ფასი აქვს“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024