29-12-2022
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ და Mastercard-ი გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში, კომპანიები მომხმარებლებს საინტერესო აქციებს რეგულარულად შესთავაზებენ. შეთავაზებები დაზღვევის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას კერძო სადაზღვევო სისტემაში ჩაერთოს.
სანდრო კიკნაძე , „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი : „სიამოვნებით გვინდა განვაცხადოთ, რომ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ვთანხმდებით გლობალური და მაღალი რეპუტაციის მქონე პარტნიორთან, როგორიცაა Mastercard-ი. ეს საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს დაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ და წავახალისოთ ციფრული გადახდები. ერთობლივად უკვე განხორციელებული აქციების შედეგებით, თამამადშეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა პარტნიორობამ გაამართლა და ბევრმა ადამიანმა შეძლო დაზღვევის სასურველ ფასად შეძენა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანიც სწორედ ეს არის, მომხმარებლებს რაც შეიძლება მრავალფეროვანი აქციები შევთავაზოთ სხვადასხვა პროდუქტებზე და დაზღვევის შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში: „მოხარულები ვართ რომ საფუძველი ჩაეყარა სადაზღვევო ბაზრის ლიდერკომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგთან“ თანამშრომლობას. Mastecard-ისთვის ციფრული გადახდების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიაში სისტემატურად სთავაზობს მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებსა და პრივილეგიებს. ვფიქრობთ, ჩვენი ერთობლივი შეთავაზება კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის მომხმარებლის გამოცდილებას და ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენის ჩვევაში გადატანას, როგორიც სადაზღვევო პროდუქტია.’’
***
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 2022 წლის მონაცემებით ჯიპიაი სადაზღვევო ბაზრის 19,23% -ს ფლობს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. ჯიპიაი საქართველოს ყველა რეგიონში 250 000 -ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2006 წლიდან, ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“.
Mastercard ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MastercardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესიამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)
16-11-2024
16-11-2024