გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

29-12-2022

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვასთან დაკავშირებით, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებისა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ წარმოებებში ახალი რეგულაციის ეფექტიანად დანერგვისა და ბიზნესის წარმოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სააგენტო ბიზნესსექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.


სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს 2023 წლის 1 ივნისამდე ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს.


HACCP-ის სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, რაც ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას, ასევე რისკების პრევენციის შედეგად ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.


ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა 2015 წლიდან სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031