გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

24-07-2018

საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს ელჩი, იოსებ ნანობაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, დილის მონაცემებით, საქართველოს საელჩოში სამი მოქალაქის ზარი შევიდა, რომელთაც დახმარება უკვე გაეწიათ.

„გუშინ საღამოდან საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ვიღებთ მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზზე. საბედნიეროდ, ასეთი შეტყობინება იყო მხოლოდ სამი. სამივეს გაეწია შესაბამისი დახმარება ერთი გამოყვანილი იქნა ხანძრის ზონიდან.

კავშირზე ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

საქართველოს არცერთი მოქალაქე არაა გარდაცვლილი და ჰოსპიტალიზირებული. ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. ხანძრის კერები შედარებით ლოკალიზებულია. იმედია, კრიზისი მალე დამთავრდება“- განაცხადა ნანობაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.

საბერძნეთში ტყის ხანძარს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031