31-12-2022
ოპოზიცია ძალიან ბევრ ნაღმზე აფეთქდა, დაწყებული ომის თემიდან, როცა თავისი ნებითაც კარგად მიიწება ომის პარტიის იარლიყი - ამის შესახებ ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ნაცმოძრაობამ სააკაშვილის გამოხსნის კამპანიაში სერიოზული შეცდომები დაუშვა, განსაკუთრებით ის, რომ პირველი დღიდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ კვდება.
„ოპოზიციამ მთლიანობაში კიდევ ბევრი სხვა შეცდომაც დაუშვა მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ ნაღმზე აფეთქდა, დაწყებული ომის თემიდან, როცა თავისი ნებითაც კარგად მიიწება ომის პარტიის იარლიყი. ხელისუფლებამ ცხადია, ყველაფერი ქნა ამისთვის, მაგრამ თვითონაც სიამოვნებით მიიწებეს, მათდაუნებურად, მაგრამ მიიწებეს მაინც ომის პარტიის იარლიყი. მერე აფეთქდნენ ყველა სულელურ თემაზე, დაწყებული ერეკლე მეორედან, დამთავრებული ხვიჩა კვარაცხელიათი“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.