გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუაგულ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ამერიკელებს ქართული ტრადიციული სამოსელი გააცნეს

3-01-2023

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე  BOWERY ROOFTOP-ში გრანდიოზული წინასაახალწლო საღამო FASHION SHOW ,,NYE-PRE-PARTY'' გაიმართა. ღონისძიებას  ცნობილი შოუმენი და პროდიუსერი დიმიტრი ჩხეიძე მანუელი Dimitri Manueli-ხელმძღვანელობდა.

 

შოუ გაიხსნა ქართული სამოსის ჩვენებით  ირინა ხუცურაულისა და მისი ქართული ცეკვის აკადემიის Irina Dance Akademy-ის  მოცეკვავეების ერთობლივი პერფორმანსით.

 

როგორც ამერიკაში საინფორმაციო სააგენტო newspress.ge-ს წარმომადგენელი იტყობინება, ქართული სამოსელის ჩვენებაში 21 მოცეკვავე მონაწილეობდა, რომლებმაც ქართული ცეკვის ილეთების ჩვენებით წარადგინეს ქართული სამოსელი, რითაც დამსწრე საზოგადოებაში ფურორი მოახდინეს და შუაგულ ნიუ-იორკში ქართული ტრადიცია გააცოცხლეს.

 

"აღსანიშნავია,რომ ქართული სამოსელის ჩვენება შოუზე არ იგეგმებოდა,მხოლოდ რამდენიმე ცეკვა უნდა შესრულებულიყო,მაგრამ ირინა ხუცურაულის იდეით შეტანილი იქნა სიახლე და ექსკლუზიურად მოხდა ქართული სამოსელის ჩვენება თანამედროვე მოთხოვნებთან შეთავსებით.

 

ასევე, ირინას მოცეკვავეებმა შოუს ხელმძღვანელის დიმიტრი მანუელის მოთხოვნით აჩვენეს ქართული ცეკვების ახალი საინტერესო ქორეოგრაფიული ნომრები.

 

ირინა ხუცურაულის იდეის ქართული სამოსელის პოდიუმზე ჩვენების მიზანს წარმოადგენდა   ქართული ეროვნული სამოსელის წარმოჩენა -პოპულარიზაცია და ინტერესი ამერიკულ საზოგადოებაში.

 

,,ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება,რომ უცხო მიწაზე დაბადებული და მცხოვრები ქართველი ბავშვები მეტად იცნობდნენ ახლოს ქართულ ხელოვნებას,კულტურას,რომ იცოდნენ რა არის ეროვნული ტრადიცია და ჩემი აზრით ქართული ცეკვა და ეროვნული სამოსი ქართული ეროვნული იდენტობის ყველაზე კარგი მაჩვენებელია''-აღნიშნა ირინა ხუცურაულმა.

 

ლელა ჭელიძე 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930