გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: იქ სადაც ეკლესიის საჭეთმპყრობელს თავისივე იუბილეზე წყევლიან, ორი ან სამი შეკრებილი სრულიად არაფერს შველის

4-01-2023

ინტერგალაქტიკური და მულტილოკაციური "სეივმიშა" - ჩაატარეს კათალიკოს-პატრიარქის 90 წლისთავის დღეს, იუბილარის წყევლისა და გინების თანხლებით და კვლავ, "რატომღაც" ჩაისვარეს - წერს სოციალურ ქსელში " ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იქ, სადაც უფალს დევნიან და ეკლესიის საჭეთმპყრობელს თავისივე იუბილეზე წყევლიან, ორი ან სამი შეკრებილი არაფერს შველის "სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის" - ეს უფალმა ბრძანა ეკლესიაზე და თავის მორწმუნე მიმდევრებზე.

 

"მეც იქ ვარო" კი - საკუთარ თავზე ბრძანა. იქ, სადაც უფალს დევნიან, იქ სადაც ეკლესიის საჭეთმპყრობელს თავისივე იუბილეზე წყევლიან - ორი ან სამი შეკრებილი არაფერს არ შველის. საერთოდ არაფერს! ასე რომ, "სეივ" კი არა - დაგერხა მიშა, დაგერხა! "ორი და სამი", სწორედ ამდენი იყო შეკრებილი დღეს რამოდენიმე ევროპულ ქალაქში. ორი ან სამი - არც მეტი, არც ნაკლები.

 

ამაზე არც თუ დამაჯერებლად დიდი ოდენობა შეიკრიბა დღეს მთავრობის კანცელარიასთანაც. ხოლო ამ შეკრებას, "მშვიდობის ხიდთან" მისულმა ანზორ მელიამ - ივანიშვილის დაორგანიზებული უწოდა, ხოლო ორგანიზატორ ხაბეიშვილს - ივანიშვილის მარიონეტი.

 

ზოგადად თარიღების მიმართ უღმერთო სექტანტებს სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ. 2012 წლის არჩევნების თარიღად - მათ წმ. ბიძინას ხსენების დღე აირჩიეს და "რატომღაც" დამარცხდნენ თავისი ზეციური მფარველი წმიდანის სახელის მატარებელთან.

 

ინტერგალაქტიკური და მულტილოკაციური "სეივმიშა" - ჩაატარეს კათალიკოს-პატრიარქის 90 წლისთავის დღეს, იუბილარის წყევლისა და გინების თანხლებით და კვლავ, "რატომღაც" ჩაისვარეს. მე მესმის მათი "ლოგიკა" - წმ. ბიძინას ხსენების და პატრიარქის დაბადების დღეები - სპეციალურად იქნა შერჩეული, რათა სწორედ ამ თარიღებში დაემარცხებინათ საქართველოში მათთვის მიუღებელი "ორმეფიანობა" - ბატონი ბიძინას და უწმინდესის სახით. მაგრამ ამ ორს ასევე, "რატომღაც" სწყალობს სექტანტებისთვის ამოუცნობი ღმერთი, რომელიც "როგორც ჩანს, ალბათ მაინც არსებობს"..." - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930