გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას"-გიორგი რურუა

17-01-2023

გიორგი რურუამ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ნიკა მელიას მხარდამჭერი სტატუსი გამოაქვეყნა.


რურუა, ახლა ჩვენთან რა ხდება,ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მათ შორის არის მერაბიშვილიც.


მისივე თქმით,პირად საუბრებში მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას.


"ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაჰქონდათ ნარჩენები დროულად და, თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა,ოკეანე,რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.


ახლა ჩვენთან რა ხდება,ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები,მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი.


ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.


პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები.


მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას,ვუსურვებ გამარჯვებას,როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში," - წერს გიორგი რურუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930