17-01-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთსა და ჩხუტუნეთში სრულად აღდგა შუასაუკუნეების დროინდელი ისტორიული მნიშვნელობის მარნები, რომლებიც ადგილობრივი კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს!
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სააგენტოს დირექტორთან ზაურ ახვლედიანთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძესთან ერთად ჩიქუნეთის - ილიას მარანის რეაბილიტირებულ პროექტს გაეცნენ.
მაჭახლის ხეობაში არსებული სხვა ქვიტკირის მარნების მსგავსად, ჩიქუნეთის მარანიც საცხოვრებელი სახლის კომპლექსში შემავალი ქვით ნაგები მარნის ტიპს წარმოადგენს.
ძეგლის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელდა. შენარჩუნებული იქნა მარნის ავთენტური სახე, ქვის წყობის ხასიათი, კამაროვანი გადახურვა. არქიტექტურული კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრება განხორციელდა პირვანდელი ქვებისა და მასალების გამოყენებით.
პროექტის განხორციელებისთვის 87 000 ლარი დაიხარჯა.
16-11-2024
16-11-2024