გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: დავოსის შეხვედრები აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება

20-01-2023

„ვფიქრობ, რომ 2023 წელს დავოსში ვიზიტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამორჩეულად შედეგიანად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ინტერესს იწვევს ინვესტორებისგან და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისგან," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დავოსში გამართულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრებში.


ვიცე-პრემიერმა დავოსის ფორუმი ბიზნესშეხვედრების კუთხით ნაყოფიერად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრები გაიმართა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე წამყვან კომპანიებთან. მათ წარმომადგენლებთან განხილული იქნა ამ დარგებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოში არსებული მდგომარეობა. „თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა. მათ ჩვენ წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული პროექტების და საქართველოს შესახებ, თუმცა, პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


„ის ამბიციური გეგმები, რომელთა შესახებაც ჩვენ გამოვაცხადეთ და მოსახლეობას ვუთხარით წლის ბოლოს და უკავშირდება განახლებულ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ენერგეტიკის სფეროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო მეტი უცხოური კომპანიის საქართველოში მოღვაწეობას, ვფიქრობ, რომ დავოსის შეხვედრების შედეგად, კიდევ უფრო ხელშესახები იქნება და გააქტიურდება," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031