გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული კომპანიების წარმატება Pitti Immagine Bimbo 2023-ზე

23-01-2023

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2023. ღონისძიება 18-20 იანვარს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.


საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. მათმა პროდუქტმა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია - საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო მედიაში, კერძოდ Lemon Magazine; Milk; Elle და Luna Magazine დაიწერა. მათ ასევე ეწვია საქართველოს ელჩი იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძე.


ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საუდის არაბეთი, კორეა, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ქუვეითი, იაპონია, ლიეტუვა და ესპანეთი.


Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იყებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930