გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გარე ძალები სხვა ქვეყნის მართვას სასამართლო რეფორმის სახით გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად, სურთ, სასამართლო გავასხვისოთ და სამართალი განსასჯელად ქვეყნის გარეთ გავიტანოთ

24-01-2023

საზოგადოებაში ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა გაზრდილია - მოსახლეობის ნახევარი სასამართლოს სრულად ენდობა, თუმცა იმ ქვეყნებში, საიდანაც „უკეთეს რეფორმებს“ გვთავაზობენ, სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ს შეადგენს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.


როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარკვეულ გარე ძალებს ქართული სასამართლოს მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება სურთ.


„კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გარე ძალები სხვა ქვეყნის მართვას სასამართლო რეფორმის სახით გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად, სურთ, სასამართლო გავასხვისოთ და სამართალი განსასჯელად ქვეყნის გარეთ გავიტანოთ. ეს მიუღებელია და ვერ მოხდება. საზოგადოებაში ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა გაზრდილია - მოსახლეობის ნახევარი სასამართლოს სრულად ენდობა, თუმცა იმ ქვეყნებში, საიდანაც „უკეთეს რეფორმებს“ გვთავაზობენ, სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ს შეადგენს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30