26-01-2023
„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ამერიკელი ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება.
„ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა? ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, 15 წელია, რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, - წერს სოზარ სუბარი. ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი?“.