25-07-2018
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 20, 21 და 23 ივლისს კახეთის რეგიონში 900 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის რვავე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.
"აღნიშნულ პერიოდში რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-100% მდე შეადგინა,ზემოქმედების ცენტრი გადასული იყო აქტიურ სამუშაო რეჟიმზე, გასროლილი იქნა 200 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა"-აცხადებენ მართვის ცენტრში.
19-12-2024
18-12-2024