28-01-2023
ყოველდღე უნდა იყოს მიტინგები საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში და ეს მიტინგები არ უნდა მთავრდებოდეს. კი ბატონო, ერთი დღე უხელმძღვანელოს ერთმა, მეორე დღეს იმან, მესამე დღეს იმან... კი ბატონო, არ უყვარდეთ ერთმანეთი, კი ბატონო, დაგმონ ერთმანეთი, მაგრამ პროცესი უნდა დუღდეს - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "კავკასია"-ს ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
"მაგრამ როცა ვხედავ, რომ ტიპები, თუ პარტიები, თუ პერსონები პროცესს აქრობენ... ჯერ იწყებენ პროცესს და მერე იწყებენ ვაჭრობას, რომ პროცესს ჩავაქრობ, შენი ვარ, პარლამენტში შემოვალ, ეხლა მიტინგს დავიწყებ, მერე გავაჩერებ, დავშლი და შენი ვიქნებიო, აქ უკვე რაღაცა კითხვები ჩნდება" - განაცხადა ნათელაშვილმა.
დავით აქუბარდიას რჩევაზე, რომ მან თავისი ფანჩატური გაარემონტოს, რადგან პარტიებს ისევ იქ მოუწევთ მისვლა, ნათელაშვილმა უპასუხა:
"ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან გამოვლენ და გაასწორებენ იმ ისტორიულ ცოდვას, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს, რამაც უკვე დამხობილი ივანიშვილი ძალაუფლებაში დატოვა და გაუხსნა მეორე სასუნთქი არტერია.
მათ შორის დაანონსებული მიტინგის ორგანიზატორები (არ მინდა დავასახელო) შევარდნენ პარლამენტში, გაიქცნენ ფანჩატურიდან და გადაარჩინეს ივანიშვილი. ამის შემდეგ მე ამათ როგორ უნდა ვენდო... ახლა ვაჭრობის მეორე წრეზე მიდიან, ისევე, როგორც ჩვენი ფანჩატური გამოიყენეს სავაჭროდ, მსუყედ ივაჭრეს და მილიონები დაირიგეს პარლამენტში შესასვლელად, ისე გამოიყენებენ ამ მიტინგს სავაჭროდ... ეხლა ესენი მე მასწავლიან ვაჭრობას... ვაჭრობის მათეულ განზრახვებს" - განაცხადა ნათელაშვილმა.