გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცა

25-07-2018

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 12 პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2017 წლების განმავლობაში, ბრალდებულებმა, დაამზადეს უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმები და შემდგომ, მათი გამოყენებით თაღლითურად მოახდინეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მისაკუთრება. 
ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები, მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში არსებულ, საერთო ჯამში, 11 600 მ2 მიწის ფართობს, რომლის საბაზრო ღირებულება 260 000 ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში მოხდა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიწის ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031