25-07-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ იყო, იმიტომ, რომ, სააკაშვილის განცხადებით, პირველად თქვა ცხოვრებაში სიმართლე.
"მან თქვა ის, რომ მისი მმართველობის დროს საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. მან საკუთარი პირით აღიარა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში საბანკო დავალიანების კუთხით მოქალაქეების მხრიდან. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უტიფრად გადააბრალა კვირიკაშვილს, ქუმსიშვილს, ვიღაც პაიკებს თავის მთავრობისას, ისე, როგორც ორ სხვა ბანკს, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი და ფაქტი არის შემდეგი: საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მთავარი მევახშე ბანკი გახდა "ქართუ".
ბოლო წლებში "ქართუს" აქტივები ზუსტად ოთხჯერ გაიზარდა. როდესაც ქუმსიშვილს დაკითხვებზე ატარებენ იმ კრედიტის გამო, რომელიც მან აიღო და ეს კრედიტი გადაიხადა სახელმწიფომ, ეს კრედიტი არის "ქართუდან" წამოღებული და თქვენი ჯიბეებიდან ფარავთ მას პირდაპირ ივანიშვილის ჯიბეში, რაღა ქუმსიშვილს ატარებენ დაკითხვებზე ივანიშვილი იღებს აქედან პირდაპირ მოგებას. ივანიშვილმა გუშინ საკუთარი პირთ თქვა, რომ მისი მმართველობის ექვსი წლის თავზე მან მოიტანა, მეტი სიღარიბე, მეტი ვალები და მეტი კორუფცია საქართველოში. კრიმინალი ეტყობა გამორჩა, მაგრამ ბევრად მეტი კრიმინალი და ეს არის ვალები არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ საქართველოს სახელმწიფო ვალი ე.ი. ის ფული, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა.
ამის შემდეგ, კიდევ უტიფრობა ჰყოფნის ამ კაცს და ამბობს, რომ კიდევ თორმეტი წელი დამტოვეთ ხელისუფლებაშიო, თუ ამ ექვს წელიწადში საქართველო გაღარიბდა და კორუფცია გაიზარდა წარმოიდგინეთ კიდევ ორჯერ 6 წელიწადში რა მოხდებოდა, როდესაც ლაპარაკობს ჩემზე, სჯობს პირში წყალი გამოივლოს, იმიტომ რომ ჩვენს დროს სიღარიბე შემცირდა ზუსტად ორჯერ და საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ. მე დავუტოვე საქართველოს ეკონომიკა, რომელიც იყო 15.8 მილიარდი დოლარი, მისი მმართველობის დროს ეს ეკონომიკა შემცირდა 500 მილიონი დოლარით, მე 8 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გავზარდე 4-ჯერ ივანიშვილმა მოახერხა 6 წელიწადში 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკის შემცირება. მას ჰყოფნის უტიფრობა, რომ ითხოვს კიდევ 12 წელს, მაგრამ მე ვფიქრობ წელსვე დასრულდება და მოშორდება საქართველოს მმართველობიდან და იგი დაამთავრებს ქართველი ხალხის ძარცვას, საქართველოს დამცირებას სახელმწიფოებრიობის განადგურებას, ჩვენ ისევ დავუბრუნდებით წარმატებული ქვეყნების რიგს"-განაცხადა სააკასვილმა "რუსთავი2"-თან საუბარში.
19-12-2024
18-12-2024