გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები  სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და არსებულგამოწვევებზე იმსჯელეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულ სექტორში არსებული გამოწვევა და, ასოციაციებთან ერთად, დავგეგმოთ მათი გადაჭრის ისეთი გზები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მარცვლეული კულტურების, რძის, მესაქონლეობის, დაფნის, კაკლოვანი კულტურების, პურის, ზეთისხილის, თაფლის, თევზისა და კვერცხის წარმოების, მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის განვითარების შედეგებზე და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით ზრდის  მუდმივად მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.


საუბარი შეეხო მესაქონლეობისა და აკვაკულტურის სექტორის პოტენციალს და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის საჭიროებებისდა ინიციატივების განხილვის მიზნით, სამინისტრო ყოველთვის მზად არის ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდეს. კერძო სექტორის ჩართულობით ახალი წინადადებების, მხარდამჭერი ღონისძიებების და საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა სამინისტროში დანერგილი წარმატებული მიდგომაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930