25-07-2018
ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს და კომპანია "საქნახშირთან" მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ.
"საქნახშირი ჯი-აი-ჯის" გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მეშახტეების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ხვალ მათ მიერ არჩეულ კანდიდატს შახტის დირექტორად დანიშნავენ. ჯაყელის თქმითვე, მეშახტეები თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აღარ ითხოვენ.
"შახტის ხელმძღვანელად ხვალ მათ მიერ შერჩეული კანდიდატი დაინიშნება. ჩემი გადაყენება დღის წესრიგში აღარ დგას, მეშახტეებს ამისი მოთხოვნა აღარ აქვთ. შახტში ხვალიდან ძირითადად უსაფრთხოების წესების დაცვასა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას შევუდგებით"-განაცხადა ჯაყელმა.
19-12-2024
18-12-2024