2-02-2023
„შეიძლება სააკაშვილს წამებული დაარქვა და ვალერი გელაშვილს სანატორიუმში ნამყოფ-დასვენებული? ეს მართლა მწამებელ-კრიმინალები როცა ხელისუფლებაში იყვნენ თუ არ კლავდნენ, ისეთ დღეში აგდებდნენ ადამიანებს, სამუდამოდ აინვალიდებდნენ ან თავს აკვლევინებდნენ“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იმდენად ვერ ეგუება ოთხ კედელს, გინდაც ეს იყოს პალატა ლუქსი, რომ დღეს ყველამ ნახა, სადამდე მიიყვანა საკუთარი თავი, მაგრამ ვერ დაუძვრება მართლმსაჯულებას.
„იციან კი სიტყვა წამება და არაადამიანური მოპყრობა რას ნიშნავს? ეჭვი მაქვს რომ იციან, მაგრამ ფულის და კეთილდღეობის სიყვარული იმდენად დიდია, რომ ყველაფერზე აწერენ ხელს. დახედეთ ამ ფოტოებს, შეიძლება სააკაშვილს წამებული დაარქვა და ვალერი გელაშვილს (დეპუტატს) სანატორიუმში ნამყოფ-დასვენებული? ეს მართლა მწამებელ-კრიმინალები როცა ხელისუფლებაში იყვნენ თუ არ კლავდნენ, ისეთ დღეში აგდებდნენ ადამიანებს, სამუდამოდ აინვალიდებდნენ ან თავს აკვლევინებდნენ.
რამე ტყუილს ვამბობ? ადამიანი თვითონ არ ჭამდეს, უარს ამბობდეს მედიკამენტების მიღებაზე, წამებაა? იმდენად მშიშარა და ლაჩარია, იმდენად ვერ ეგუება ოთხ კედელს, გინდაც ეს იყოს პალატა ლუქსი, რომ დღეს ხომ ყველამ ნახა, სადამდე მიიყვანა საკუთარი თავი, მაგრამ ვერ დაუძვრება მართლმსაჯულებას, ის დრო აღარ არის, როცა ტიმოშენკო დგამდა სპექტაკლებს, როცა მსგავსი სიმულაციით და მანიპულაციებით აიცდინა ციხე და ორი დღის წინ ყველამ ვნახეთ, როგორ ფერ-ხორცზეა ემირატებში, ზღვის პირას“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.