გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში, ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილდ ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი

2-02-2023

"ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის - სააკაშვილის ფოტოებით დარბის, ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში!”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

 

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა.

 

“ქვეყანა თავზე ენგრევა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეღუპება, ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, დარჩენილი მოსახლეობის კვების და გათბობის უმძიმესი პრობლემები აქვს… ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის - სააკაშვილის ფოტოებით დარბის…

 

ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში! ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილდ ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი! მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ?! დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა, ხან რას აბრალებენ ჩვენს ქვეყანას და ხან რას?! ომს თუ გამოგვიცხადებენ ოფიციალურად, მეტი რაღა დარჩა…?

 

P.S. სააკაშვილმა “შპიგელში” დაწერა უკრაინაში ჩანერგილმა რუსეთის სპეცსამსახურებმა გამომაგზავნეს არაჟნებთან ერთადო და ზელენსკიც უმალ გააქტიურდა… ბევრი აქვს ეტყობა ამაზეც მოსაყოლი…”- წერს შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930