გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამამულო ომის ერთადერთ ვეტერანს 99 წლის იუბილე მიულოცეს

2-02-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა 99 წლის იუბილე მიულოცეს.

 

შალვა გოჩიტაშვილი მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია კასპის მუნიციპალიტეტში. იგი ომში 17 წლის წავიდა და ომის დასრულებამდე უკრაინის ფრონტზე იბრძოდა.

 

ომის ვეტერანმა გაიხსენა ბრძოლის ეპიზოდები, თანამებრძოლები და აღნიშნა, რომ ის მთავრობისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ყოველთვის გრძნობს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბატონ შალვას დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031