3-02-2023
იუსტიციის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას. ნებისმიერს შეუძლია ისაუბროს ის, რაც უნდა, ოღონდ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი: როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაში ვპასუხობ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასაც. როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომლის ხალხსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და თანავუგრძნობთ ამ ომის გამო და მაქსიმალური კეთდება საქართველოს მხრიდან იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს საქართველო დაუდგეს გვერდით, ძალიან საწყენი არის მსგავსი ტიპის განცხადების მოსმენა, რომელიც არ არის გამყარებული ფაქტებით. წამების დაბრალება არის წითელი ხაზი. ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი ყველამ ერთად ჩავხურეთ 2012 წელს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში.