3-02-2023
ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, როდესაც ამ ყველაფრის მომზადებაში სააკაშვილის დედაა ჩართული, რომელიც არა ექიმების, არამედ ლობისტების მითითებებით კვებავს საკუთარ შვილს, როდესაც დასავლეთის ფავორიტი ზელენსკი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იცავს უკრაინის საზღვრის დამრღვევ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, გასაგებია, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ამ შეთქმულების ორგანიზატორები მას განუბაჟებელი ტვირთის სახით ჩვენს სამშობლოში აგზავნიდნენ.
"რევოლუცია, ომი თუ მშვიდობა ოპოზიციური „ტროიკა“ (ლიაკა+გირჩი ზურაბა +ჭიჭე ვაშაძე), 24 თებერვალს რევოლუციის დაწყებას გვიანონსებს. ახლად გამომცხვარი, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი "პოლიტ-ვარსკვლავი" აკია ბარბაქაძე გვეუბნება: „არავინ დაიჯეროს, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია!“ მოკლედ, 24 თებერვალს უნდა გაისროლოს „ავრორამ“! მანამდე კი რევოლუციური იდეოლოგიის მომზადებაა საჭირო: სააკაშვილის თვითდაზიანების გასაღება წამებად, მისი ევროპელი ლობისტების და „თავისუფალი სამყაროს ლიდერის“ გულამოსკვნილი გოდება „დემოკრატიის შუქურის“ გადასარჩენად, აბაშიძე-კარასინის ჩვეულებრივი საუბრის ჩანაწერის გამო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, ნაფტალინიდან გამოსული ხიდაშელების, გახარიების და სხვების მორალური პედესტალიდან ისტერიული კივილის მჭექარობისა და რიცხოვნობის გაზრდა.
ოპოზიცია, რევოლუციური სცენარის ასამოქმედებლად იმ საერთაშორისო კვლევებსაც კი იყენებს, რომლებშიც საქართველოს პროგრესი ან ხელისუფლები დადებითი ტენდენციებია ასახული. ამ ხელისუფლების ხელში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო მსოფლიოს ოცეულში შევიდა და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასაც გაუსწრო. NDI-ის კვლევის მიხედვითაც კი „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 25% უჭერს მხარს, ნაცებს -6%, ხოლო დანარჩენ პარტიებს ერთად აღებულს სულ 13%.
ოპოზიციონერების ლიგიკა ამგვარია: ვინაიდან ციფრები მეტყველებს, რომ ოპიზიციას არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა ამოეწურა.ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ერთად ერთ გზად სახელმწიფო გადატრიალება რჩება! ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის ოპოზიციის მოწოდებები-დავამხოთ! გადავატრიალოთ!კინწისკვრით გავყაროთ! გადამტრიალებლებს (თუ, როგორც ხაბე იტყოდა, გადმომტრიალებლებს) ყველაზე მეტად დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, ვინაიდან ისინი დაარწმუნეს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენი საყვარელი სათამაშოები ვიყავით, ქოცებმა კი თქვენ ეს სათამაშო წაგართვეს და გატეხეს(ეს სიტყვები ეკუთვნის, ნაცების მედიაპროპაგანდისტის ეკა კვესიტაძის მეუღლეს, შოთა უტიაშვილს). ჰოდა,თუ კვლავ გინდათ ჩვენი სამშობლოთი ითამაშოთ, დაგვამხობინეთ ეს ხელისუფლება და ჩვენზე უკეთეს მონა-მორჩილებს ვერსად იპოვითო. იგრძნეს რა დასავლეთის მხარდაჭერა, ოპოზიციონერებმა, გადასატრიალებლად დიდი სამზადისი დაიწყეს. ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით.
ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იმ დასავლეთისთვის ტირანი სააკაშვილი 2012 წელსაც დემოკრატიის შუქურად რჩებოდა, მაგრამ მისი ხელისყფლებაში შენარჩუნება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვერ შეძლო. სააკაშვილი იძულებული გახდა ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება და ხწლისუფლება დათმო. ასე რომ სანამ ფუჭ ოცნებებში ჩაიძირებით, მანამდე გაიხსენეთ რომ ქართველი ხალხი არსად არ გამქრალა! ჩვენ ისევ აქ ვართ! გადატრიალება თუ გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) სიტყვებს: გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში.
პ.ს. როდესაც ამ ყველაფრის მომზადებაში თვით სააკაშვილის მშობელი დედაა ჩართული, რომელიც არა ექიმების, არამედ ლობისტების მითითებებით კვებავს საკუთარ შვილს, როდესაც დასავლეთის ფავორიტი ზელენსკი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იცავს უკრაინის საზღვრის დამრღვევ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, გასაგებია, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ამ შეთქმულების ორგანიზატორები მას განუბაჟებელი ტვირთის სახით ჩვენს სამშობლოში აგზავნიდნენ"- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.