3-02-2023
„სრულ სურათს უნდა შევხედოთ, რადგან, მეტწილად, რასაც ვუყურებთ, მიდის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მსჯელობა და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დააბრალო და მერე ამის უარყოფა აღარც გჭირდება.
მე ყოველთვის პირადად ვციტირებ ან ექიმის განცხადებას, ან, ვთქვათ, შესაბამისი ექსპერტისას, მოგვყავს მტკიცებულებები, ვუთითებთ წყაროებს და აქ მთავარია, უბრალოდ, ვინმეს რამე დააბრალო. ზოგადად, მთელი სიტუაცია არის არათანმიმდევრული და ბევრი ეპიზოდის გახსენება შემიძლია. როდესაც ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ გადაგიყვანთ კლინიკაში, წამოაყენეს პირობები.
ეს პირობები საერთოდ მკურნალობას არ შეეხებოდა. ანუ იყო ერთგვარი ულტიმატუმი, რაზეც ჩვენ შემდგომ შევუთვალეთ, რომ თუკი ულტიმატუმების ენით გააგრძელებდა საუბარს, არ გადავიყვანდით და იმ წამს ეს ულტიმატუმები შეწყდა და გადავიდა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას.