3-02-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში იმყოფებოდა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც მხარეებმა ვეტერინარული დაავადებების კვლევის ახალი მეთოდების საკითხები დიაგნოსტირების ჭრილში განიხილეს. საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ და საყურადღებო თემას, რომელიც ცხოველთა ბაქტერიულ, ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება.მინისტრის მოადგილე, საქართველოდან სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან და ლაბორატორიის სპეციალისტები ერთად, ცხოველთა დაავადებების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციასაც დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელსაც პარტნიორი ქვეყნებიდან 200 მეცნიერი და დარგის სპეციალისტი ესწრებოდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოხსენებები წარმოადგინეს.„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლის, დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს, ამასთანავე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვაჩინოთ საქართველოში მიმდინარე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და სამეცნიერო-კვლევითი შედეგები და მიღწევები", - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA), თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.