გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთი ხატიაშვილი: არსებობს მთვრალი მარგველაშვილის სკანდალური კადრები

26-07-2018

ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის საზღვარგარეთ ვიზიტების დროს გადაღებული სკანდალური კადრები არსებობს. 
ხატიაშვილმა POSTV-ის გადაცემა „მედიარენტგენში“ რამდენიმე ფაქტზე ისაუბრა, რომლის გასაჯაროებასაც ის აპირებს. 
მისი თქმით, არსებობს მთვრალი მარგველაშვილის კადრები.

ამასთან ჟურნალისტის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი ვიზიტისას სასტუმროში მოწევის გამო დააჯარიმეს, ჯარიმა კი ბიუჯეტიდან გადაიხადეს.

„გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროსაც იბეჭდებოდა სკანდალური მასალები, უცხოეთში სააკაშვილის ქმედებებზე. მარგველაშვილზეც გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია და ჩვენ გადავწყვიტეთ შევკრიბოთ მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ხმაურიანი და საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტები.
ჩვენ მას შემდეგ უფრო დავინტერესდით, რაც წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ში პრეზიდენტი მარგველაშვილი დააჯარიმეს სასტუმროში სიგარეტის მოწევის გამო. საზღვარგარეთ ყოველთვის გაფრთხილებენ, რომ მოწევა აკრძალულია, ასევე იქ ყველგან სენსორებია დამონტაჟებული და მოწევის შემთხვევაში, განგაში ტყდება. საქართველოს პრეზიდენტს ამის გამო ჯარიმა დაეკისრა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ბიუჯეტიდან გადაიხადეს.
ასევე, ჩვენ როგორც გვეუბნებიან, არსებობს მარგველაშვილის მთვრალი მარგველაშვილის სკანდალური კადრებიც. საინტერესოა, რა იმიჯი გაჰქონდა მარგველაშვილს და როგორი იყო ის ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ქეთი ხატიაშვილმა POSTV-ის გადაცემა „მედიარენტგენში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31