9-02-2023
კომუნიკაციების კომისია უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა, რომლის მიზანიც ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენებაა. ინიციატივის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანა გვეტაძემ, სკოლებში სასწავლო შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრებს საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის 120 მოსწავლე დაესწრო. მოზარდებმა კომუნიკაციების კომისიის "Happy Onlife"-ის თამაშის მეშვეობით, ინტერნეტის სწორად გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. "Happy Onlife" ევროკავშირის წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც 9 ენაზეა ხელმისაწვდომი და ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის სწავლებას ემსახურება. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც iOS, ისე Android სისტემების მოწყობილობებზე.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნვას.
16-11-2024
16-11-2024