გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სოფლებში 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

10-02-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.


ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან, საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელთან ონში. ღების, ჭიორის და გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.


ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და სველი წერტილების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა და სკვერის კეთილმოწყობა.


საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს.


ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.


აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.


შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.


შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930