გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე გვაზავა: სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ხშირია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები

26-07-2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, პირველი არხის ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს, თუ როგორ მოაქვს ადიდებულ ენგურს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, განმარტებას აკეთებს.


„მდგრადი ტყის მასივების შენარჩუნება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რისთვისაც ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუდმივად ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. მთელი ქვეყნის მასშტაბთ დღეს ჩატარებული ღონისძიებები ამის ნათელი დადასტურებაა. ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით.


სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ხშირია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, - ნათქვამია სატყეო სააგენტოს პრესსამსახურის მიერ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31