გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ

11-02-2023

ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგად შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, 10.1% იყო ეკონომიკური ზრდა. მაშინ როცა, მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა, ჩვენ ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა, მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ არ ჩერდება, რომ რამენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება, სამწუხაროდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ჟურნალისტებს განუცხადა. 


მან უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ომის დროულად დასრულება უსურვა. 


„მე ერთი რამ მინდა ვუსურვო ყველას და მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს - მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თქვენ ხედავთ, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკვე 20 % არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს 700-800 მილიარდი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს რეალურად უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი გაჩერდეს, მხარეები დაუბრუნდნენ რამენაირად მოლაპარაკების მაგიდას, ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად გარემო, რომელიც არის უკრაინაში შექმნილი და მთელ მსოფლიოში, რეგიონში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930