12-02-2023
საქართველოს პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, რომელიც დღეს ექსპრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის აქტიურ დამცველად გვევლინება, ერთ დროს იგივე სააკაშვილს პუტინის ინტერესების გატარებაში ადანანაშაულებდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომელიც გუბაზ სანიკიძემ წლების წინ გაზეთ "ალიას" მისცა:
"ყველამ ვიცოდით, რომ 2006 წლიდან რუსეთი ამ ომისთვის (2008 წლის აგვისტოს ომი; რედ.) ემზადებოდა, აი ეგ ვერ აიცილა თავიდან დეგენერატმა საააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა და ქვეყანა ამ შარში გახვიეს, ამაზეა ზუსტად საუბარი, ეს არის მთავარი, რომ პრევენცია ვერ მოახდინეს.
კონდოლიზა რაისმა შვიდი ათასჯერ რომ უთხრა - დააყენე ერთი ადგილი, არ გაინძრე და ამან რომ მაინც თავისი გააკეთა, ამაშია საქმე.
პუტინი და სააკაშვილი ერთ საქმეს აკეთებენ. სააკაშვილის გამო საქართველო ისევ რუსეთის გავლენის ქვეშაა. რამე ხომ არ მეშლება? სააკაშვილი არ იყო რომ ამბობდა, პუტინს თვალებში ჩავხედე და პატიოსანი კაცი დავინახე მის თვალებშიო? რა ხდება, ბნელა? ამ უვარგისს ყველაფრის უფლება აქვს და სხვას არაფრის უფლება?
აი ეგ არის ტანდემში მუშაობა, ვისაც თავში ოდნავ ტვინი მაინც აქვს, ყველა ხვდება, რომ დღეს ვლადიმერ პუტინი ხელს უწყობს სააკაშვილს" - აცხადებდა სანიკიძე.