12-02-2023
მამუკა მდინარაძე ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება. აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში“, - წერს მდინარაძე.
მხატვრის სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
16-11-2024
16-11-2024