გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ხელისუფლებაზე: საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება უფრო გონივრული ნაბიჯია, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის საკუთარი საზოგადოების მსხვერპლად შეწირვა

12-02-2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას ყველაზე კარგად საკუთარი საზოგადოება შეაფასებს, როცა ამის დრო დადგება.


„რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში რუსეთ-დასავლეთის ომია. ალბათ, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ამ ომში ან დასავლეთი იქნება გამარჯვებული, ან რუსეთი, ან ორივე. უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია. მას ერთი მხარე თავდასხმაში ამყოფებს, მეორე - თავდაცვაში, ქალაქები კი ინგრევა და მოსახლეობა ნადგურდება.


ეს ორი მხარე, როცა იქნება და როგორც იქნება, დაზავდებიან და საკუთარ ინტერესებსაც გადაინაწილებენ. უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას კი ყველაზე უკეთ საკუთარი საზოგადოება შეაფასებს, როცა ამის დრო დადგება. საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება უფრო გონივრული ნაბიჯია, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის საკუთარი საზოგადოების მსხვერპლად შეწირვა. უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ, დანარჩენ ყველას კი მშვიდობისთვის და არა ომისთვის ზრუნვას“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930