მმართველი გუნდის წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს მობეზრდათ ის სახეები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
მისივე თქმით, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზუგდიდში უნდა გრძნობდეს და ხვდებოდეს.
„საქართველოს მოქალაქეებს და ზუგდიდს მართლაც ამოუვიდათ ყელში ბ-ნი ვაშაძე და ის სახეები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზუგდიდში წესით უნდა გრძნობდეს და ხვდებოდეს. და თუ მაინც ჯიუტად "ვერ ხედავს" ამას, შეუძლია გაეცნოს უმაღლესი სტანდარტით ჩატარებული ყველა წინა არჩევნების შედეგებს და ამაში მარტივად დარწმუნდება“- განაცხადა ქვარაიამ.