27-07-2018
„ის შეხვედრა კვირიკაშვილს, ვფიქრობ, არ უნდა მოეწყო. ის ჩვენთვის, ყველასთვის შერაცხმყოფელი იყო. თვითონ იყო ინიციატორი. ჯერ ერთი როდესაც ინიშნებოდა, უმრავლესობა არ შეკრებილა და არ შეუთანხმებიათ, ეს ერთი-ერთზე გადაწყდა, ასეთ დროს, როდესაც რაღაცა ირღვევა, იქ ერთი-ერთზე უნდა მოგვარდე. როდესაც უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა. ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ რაღაცა ხმა ამოიღო… არ ვიცი იქ სამი მინისტრი გამოვიდა, ლევან კობერიძე ადგა ერთადერთი კაცი, საშა (ალექსანდრე) ერქვანია ადგა, რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი. კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა, „ქართულმა ოცნებამ“ თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება, იმ მომენტში ყველას მისცა გამოსავალი. ისევე როგორც მეორე დღეს ჩემთვის სასიამოვნო კი არ იყო იმის თქმა, მაგრამ იქ პირობა იყო, რომ გუნდმა მითხრას წავიდესო. ესენი მაშინაც კი დუმდნენ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ჭიჭინაძე „ოცნების“ „ტროიკის“ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. როგორც დეპუტატმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი გარიცხვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს წინაშე გაასაჩივრებს.
„პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა - „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა... პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები“, - ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ ის უმრავლესობის წევრად რჩება.
19-12-2024
18-12-2024