27-07-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი", 7191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი", 2 კილოგრამამდე „მდმა", 1 კილოგრამი და 200 გრამი "ჰაშიში", 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.
შსს-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 98 პირს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.
19-12-2024
18-12-2024