გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული - ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ

14-02-2023

ძვირფასო ნაც-ლიბერალებო „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული. ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ ძვირფასო ნაც-ლიბერალებო!“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ლიბერალური პროპაგანდის გავლენაა ის, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, პროდასავლელ და სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსად მიიჩნევა.


შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ხოშტარია ადამიანების დასანქცირებას ითხოვს რუსეთთან გამოგონილი კავშირების გამო, მისი ოჯახი კი რუსეთიდან ჰონორარს დღემდე იღებს.


„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული. ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ ძვირფასო ნაც-ლიბერალებო! იქნებ პოლონეთის მაგალითით მაინც დაინტერესდეთ,(ბოლოს და ბოლოს იმ ევროკავშირის წევრია, რომელსაც ეტრფით) თუ ლяკასთვის ჩარიცხულმა რუბლემბაც ვერ აგიხილათ თვალი და ჰელენ ხოშტარიასთან ერთად აპირებთ ისევ “შინ ევროპისკენ” სვლას…


წარმოიდგინეთ რამდენად დეგრადირებული და უტიფარია ლიბერალური პროპაგანდა, რომ ლяკა პროდასავლელ, სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსად იყიდება, რომელიც ადამიანების სანქცირებას ითხოვს რუსეთთან გამოგონილი კავშირების გამო თვითონ კი, МГИМО-ში 2018ა(დასავერბოვკებელი კაბინეტი) ოთახში მიღებული დავალებებით მოქმედებს დღემდე, მოქმედებს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი ქვეყნის საზიანოდ!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930