გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«novoye-vremya»(აზერბაიჯანი): საქართველო პირველ რიგში საკუთარ ხალხს წირავს მსხვერპლად, რადგან ამერიკელებს სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ, თუ მათი მოქმედებით რეგიონის ქვეყნები უბედურებაში ჩავარდებიან

27-07-2018

საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდებაო, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტზე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას. მართალია, ასეთი განცხადებები უკვე ათი წელია გვესმის, მაგრამ „ურემი ისევ იქ დგას“ - საქართველოს მიღება ჭიანურდება.


თავის მხრივ, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „იზვესტია“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, ზედმეტია საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე, სანამ ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ორი ეთნიკური კონფლიქტი არ მოგვარებულაო.


უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხისტი რეაგირება მოახდინა ნატოში საქართველოს სავარაუდო გაწევრიანებაზე. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს მის [სამხრეთ] საზღვრებთან ნატოს მიახლოებასო.


სულ ახლახან კი, ორიოდე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს შესაბამისი სამხედრო ზომების მიღებას, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდებაო.


როგორც ვხედავთ, საერთაშორისო დაძაბულობის ესკალაცია მკვეთრად დაჩქარდება, თუ ნატო და საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგამენ. მაგრამ, ისე ჩანს, რომ ბრიუსელი და განსაკუთრებით ვაშინგტონი, რომელიც ალიანსში მუსიკას უკვეთს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც თავისას „აწვებიან“, პროვოკაციულად მოქმედებენ.


ფოთის პორტში უკვე შევიდა ამერიკული ტექნიკა - ტანკები და ჯავშანმანქანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი - 2018“, საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ აგვისტოს, ვაზიანში. თბილისში უკვე ჩავიდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელსაც თვის ბოლოს კიდევ მიემატება. სულ წრთვნებში ჩართულნი იქნებიან 12 სახელმწიფოს ჯარისკაცები და ოფიცრები.


სხვათა შორის, იქვე, თბილისის სიახლოვეს ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიხსნა ნატოს სასწავლო ცენტრი. გავიხსენოთ, რა თქვა იენს სტოლტენბერგმა ცენტრის გახსნისას: „დღეს საქართველოში მეტია ნატო, ნატოში კი - საქართველო“. ცენტრი რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას განამტკიცებენო, მაგრამ როგორც ტრადიცია გვაჩვენებს, ასეთი ცენტრები სხვა არაფერია, თუ არა ნატოს სამხედრო ბაზების წინამორბედები. გარდა ამისა, მსგავსი ცენტრები უკვე გაიხსნა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ექს-საბჭოთა რესპუბლიკებში. და როგორ შეუძლიათ ნატოს სასწავლო ცენტრებს (ანუ მომავალ ბაზებს) რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მშვიდობის დაცვა, გაუგებარია. რამდენიც არ უნდა იძახოს ალიანსმა, ჩემი ნაბიჯები მოსკოვის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო, კრემლს მაინც ვერ დაარწმუნებს.


აშშ და ნატო სამხრეთ კავკასიის რეგიონს არ ეშვებიან და თავიანთი პროვოკაციული სწავლება-წრთვნებით ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებენ. ალიანსი უკვე მერამდენედ ატარებს ამ წრთვნებს, თანაც მასში იმ სახელმწიფოებსაც პატიჟებს, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან.


თეთრი სახლისა და ნატოს გეოპოლიტიკური ამბიციების წყალობით შეიძლება ჩვენი რეგიონის ქაოსში აღმოჩნდეს და პირდაპირი სამხედრო შეტაკებები განახლდეს. ამერიკელებს სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ, რომ მათი მოქმედებით რეგიონის ქვეყნები და ხალხები უბედურებაში ჩავარდებიან. ის ქვეყნები კი, რომლებიც ხელს უწყობენ ნატოს გეგმების რეალიზებას, კერძოდ, საქართველო, პირველ რიგში საკუთარ ხალხს წირავს მსხვერპლად - თუ გავითვალისწინებთ რეგიონის სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშის საპასუხო მოქმედებას.


სამხრეთ კავკასიელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამერიკას რეგიონში მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზება აინტერესებს, მოსკოვთან დაპირისპირების მიზნით, და რუსეთის შევიწროვებას ცდილობს. როგორ ფასად, ესეც გასაგებია. საკითხი კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების უსაფრთხოებას ეხება, ანუ მათ, ვინც აქ ათადან-ბაბადან ცხოვრობს. გამოდის, რომ ვაშინგტონს არც საქართველოს ინტერესები არ ანაღვლებს, არაფერი რომ არ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც წრთვნებში მონაწილეობენ.


ქართული ოცნება ნატოში გაწევრიანებაზე ოცნებად დარჩება, მაგრამ რაც შეეხება დესტაბილიზაციის საფრთხეს (როგორც საქართველოსთვის, ისე სამხრეთ კავკასიისათვის), რეგიონთან ალიანსის მოახლოების გამო, ეს სრულიად რეალურია. თბილისს და კიდევ ერთ აქაურ დედაქალაქს, რომელიც წრთვნებში მონაწილეობს, ეს უნდა ახსოვდეთ...


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930