გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეწარმემ აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა

27-07-2018

მცირე მწარმემ, ვასიკო ტაკიძემ, პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა. როგორც ტაკიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, მას ბათუმის სანაპირო ზოლში დელტა პლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა. ტაკიძეს კი ამ ბიზნესისთვის ბანკიდან დიდი ოდენობით სესხი აქვს აღებული. 

"როგორც დარეგისტრირებული ვყავარ საზღვაოს, ისე დამარეგისტრიროს ნავიგაციამაც. ან კიდევ წინასწარ ეთქვა ჩემთვის, რომ არ ჩამედო ამდენი თანხა და ეს ბიზნესი არ განმევითარებინა. 150 000 ადამიანამდეა აფრენილი ჩემთან, სეზონზე კი ამიკრძალეს, დამთავრდა, დოკუმენტი მოიტანეო. მივუტანე, მაგრამ ამის გარდა კიდევ სხვა არის მოსატანიო, მითხრეს. ბანკი კი ამას არ უყურებს"-განაცხადა ტაკიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031