15-02-2023
გუშინ მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა ტვ პირველმა. ნახეს ზღვაში მოტივტივე რაღაც საგანი (მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი ) და ისე, რომ არ დალოდებიან ოფიციალური უწყებების პასუხს, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი "აღმოაჩინეს ზღვაში" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისი თქმით, არც ტვ პირველის "ნაღმად გაფორმებული" საგანი აღმოჩნდა სახიფათო და შსს-მაც ძალიან მყისიერად მოახდინა რეაგირება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უსამშობლო ხალხს ერთი მიზანი აქვთ, პანიკის დათესვა და ქვეყანაში მძიმე ფონის წარმოჩენა.
„გუშინ მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა ტვ პირველმა. ამბავის მოგიყვებით მოკლედ - ნახეს ზღვაში მოტივტივე რაღაც საგანი (მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი ) და ისე, რომ არ დალოდებიან ოფიციალური უწყებების პასუხს, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი "აღმოაჩინეს ზღვაში". მადლობა ღმერთს, რომ არც ტვ პირველის "ნაღმად გაფორმებული" საგანი აღმოჩნდა სახიფათო და შსს-მაც ძალიან მყისიერად მოახდინა რეაგირება და ინფორმაციაც გაავრცელა, მაგრამ ამ უსამშობლო ხალხს რა ეშველება, ერთი მიზანი რომ აქვთ ცხოვრებაში, პანიკის დათესვა და ქვეყანაში მძიმე ფონის წარმოჩენა? პასუხი მარტივია - არც არაფერი...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024