15-02-2023
მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი დაამტკიცა. კერძოდ, „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის" 2023 წლის სამოქმედო გეგმა და ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და მოიცავს აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით.
„ორი სიტყვით მოგახსენებთ ამ დოკუმენტების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის სამ ნოემბერს დამტკიცდა „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია", რომელიც წარმოადგენს ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტს. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია ყოველწლიური შესაბამისის ამოქმედო გეგმების შექმნა. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი კონკრეტული აქტივობები. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და მოიცავს აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, შემუშავებული ამოცანების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად. ეს ოთხი პრიორიტეტული მიმართულებაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
გეგმაში გაწერილია კონკრეტული აქტივობები, მათი შედეგის ინდიკატორები მოხდა აქტივობათა პრიორიტეტების განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვა, არსებული რესურსების შესაბამისად. გეგმა და მისი განხორციელების მონიტორინგი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ დაგეგმილი საქმიანობის გამჭვირვალე განხორციელებას და დამატებითი ინსტრუმენტია მოქალაქეების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. დოკუმენტით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მონიტორინგი განხორციელდება როგორც 6 თვის თავზე, ასევე წლის ბოლოს", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
16-11-2024
16-11-2024