27-07-2018
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის დამაარსებლისა და წინამძღვრის, მამა ალექსანდრე თანდილაშვილის განცხადებით, იმაში, რომ დღეს ნიუ-იორკში მოქმედ ქართულ ტაძარს საკუთარი შენობა აქვს, ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაცაა.
როგორც მამა ალექსანდრემ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ივანიშვილმა გაიგო, რომ ნიუ-იორკში ქართული ტაძრის მოძღვარი და მრევლი შენობისთვის ფულს აგროვებდნენ, მათ ფინანსურად დაეხმარა.
„სანამ საკუთარი შენობა გვექნებოდა საკმაოდ ბევრი პრობლემა გადავლახეთ. ძალიან დიდხანს ვაგროვებდით ფულს, რომ საკუთარი სალოცავი ადგილი გვქონოდა. ბიძინა ივანიშვილის ყურამდეც მიაღწია ჩვენმა პრობლემებმა და რომ გაიგო ნიუ-იორკში ქართული ეკლესია იხსნებოდა, $50,000 გადმოგვირიცხა“-განაცხადა მამა ალექსანდრემ.
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია დღეს საკმაოდ დიდ მრევლს აერთიანებს და გარდა სასულიერო მიმართულებისა, ემიგრანტ ქართველებში ქართული იდენტობის შენარჩუნების მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.
P.S. ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge