გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"kommersant"(რუსეთი): 2017 წლის შედეგები; ევროპის მთავარი მოვლენები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის-საქართველო

8-01-2018

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი ევროპული პროექტებისათვის, შეიძლება ითქვას, ერთგვარი „გამოცდის წელი“ იყო („ბრექსითის“ პროცესი, კატალონიური სეპარატიზმის გააქტიურება და ა.შ.), „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა აჩვენა, „ერთიან ევროპას“ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის მიმზიდველობა არ დაუკარგავს.

რუსულმა გაზეთმა «КоммерсантЪ»-მა ქრონოლოგიურად გაიხსენა 2017 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს:

28 მარტი - უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოსათვის. საქართველო მეორე სახელმწიფო გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოლდოვას შემდეგ, რომლის მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ.

24 ნოემბერი - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს თანამშრომლობის გეგმები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქარტველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან. ამასთან, საქართველოს და უკრაინას მიანიშნეს, რომ ახლო მომავალში მათ ევროკავშირში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930